პროექტის შესახებ

პროექტის მიზანია დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სამედიცინო ლაბორატორიული ანალიზების შესახებ.

 

ლაბორატორიების მიერ მოწოდებული ანალიზების ჩამონათვალი განთავსდება ჩვენს საიტზე და დაჯგუფდება ლაბორატორიის, ანალიზის სახელის, კატეგორიის და საერთაშორისო კოდის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია სამედიცინო ლაბორატორიებში ნებისმიერი ანალიზის ჩატარების შესაძლებლობაზე, პრეანალიტიკურ მოთხოვნებზე, ფასზე.

 

პროექტი შესაძლოა საინტერესო იყოს:

1. პაციენტებისთვის და ექიმებისთვის - მათ შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და რა ფასად კეთდება მათთვის საინტერესო ანალიზი.

2. ლაბორატორიებისთვის - მათ შეუძლიათ პოტენციურ კლიენტს მიაწოდონ საკუთარი ანალიზების სპექტრი, ფასი, ლაბორატორიის საკონტაქტო ინფორმაცია.

 

პროექტი არ არის კომერციული და არ წარმოადგენს არცერთ სამედიცინო ორგანიზაციას.